• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული ჭადრაკის 43 გამორჩეული დიდოსტატი პუტინს უპირისპირდება!

ალია ავტორი - ალია
11:07 03-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

რუსული ჭადრაკის გამორჩეულმა დიდოსტატებმა, ტურნირების ორგანიზატორებმა და ჟურნალისტებმა ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მანიფესტს ხელს აწერს 43 ადამიანი, რომელსაც სათავეში უდგანან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იან ნეპომნიაშჩი, ქალებს შორის მსოფლიოს თასის მფლობელი ალექსანდრა კოსტენიუკი, დიდოსტატი პეტრ სვიდლერი და სხვები. ისინი ოფიციალურად მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს ომის შეწყვეტის თხოვნით.

„ჩვენ უკრაინაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგ გამოვდივართ, მოგიწოდებთ ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიალოგისა და დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. ჩვენთვის აუტანლად მტკივნეული სანახავია ის კატასტროფა, რომელიც ამ დღეებში რუს და უკრაინელ ხალხს დაატყდა თავს.

ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით რუსეთის სახელით ინდივიდუალურ ტურნირებსა და გუნდურ ჩემპიონატებში, რითაც ძალიან ვამაყობთ. მიგვაჩნია, რომ ჭადრაკი, ისევე, როგორც მთლიანად სპორტი, უნდა აერთიანებდეს ადამიანებს. ჭადრაკი ასწავლის პასუხისმგებლობას თავის საქციელზე, ერთმა შეცდომამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს. და თუ ადრე ლაპარაკი იყო სპორტზე, ახლა საქმე ეხება პოლიტიკას, სასწორზეა უფლებები და თავისუფლება, ადამიანური ღირსება, ჩვენი ქვეყნების აწმყო და მომავალი.

მთელი ამ ტრაგიკული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვფიქრობთ ყველა ადამიანზე, რომლებიც ამ საშინელი კონფლიქტის ცენტრში აღმოჩდნენ. ვიზიარებთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების ტკივილს და მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. უკრაინის ნაკრები ჭადრაკში – ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ერთ-ერთი საუკეთესი გუნდი მსოფლიოში. ჩვენ ერთად ბევრი მატჩი ჩაგვიტარებია. კონკურენციას ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა ვაყენებდით და უკრაინელები იგივეთი გვპასუხობდნენ. გთხოვთ, მისცეთ ორივე მხარის გუნდებს, მოთამაშეებს და ადამიანებს ურთიერთპატივისცემის შესაძლებლობა“, – წერია განცხადებაში, რომელიც მთავრდება რუსეთის მთავრობის მისამართით მოწოდებით: „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. შეაჩერეთ ომი!“

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved