• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მონაწილეობს რუსული, სანქცირებული Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში? – მედია

ალია ავტორი - ალია
02:11 08-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

რადოო თავისუფლების ცნობით, ქართველი ინფლუენსერები, მსახიობები, ტელეწამყვანები ენერგიულად ჩაერთნენ ონლაინვაჭრობის რუსული პლატფორმის, Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში. უკრაინის დასანქცირებული კომპანიის ბანერები გამოჩნდა თბილისისა და ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.

მართალია, Wildberries-ის პლატფორმა, 100-მდე გაცემის პუნქტით, საქართველოში 2024 წლიდან მუშაობს, ხოლო 2025 წლიდან ამ ონლაინმაღაზიას საქართველოში წარმოებული პროდუქტების ნუსხაც დაემატა, ქართველი ინფლუენსერები კომპანიის სარეკლამო კამპანიაში, ბოლო პერიოდში ჩაერთნენ.

პატარ-პატარა ვიდეოები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინული საჰაერო თავდასხმების სამიზნედ იქცნენ Wildberries-ის საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები მთელი რუსეთის მასშტაბით.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების საპასუხო ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ Wildberries-ის საწყობებს რუსეთი სამხედრო დრონებისა და სხვა აღჭურვილობის კომპონენტების გადასაზიდად იყენებს. ეს მან 18 ივლისს თქვა, მას შემდეგ, რაც მოსკოვის ოლქის ელექტროსტალსა და ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, 18 ივლისის ღამეს, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული დრონების საჰაერო შეტევა განხორციელდა.

კომპანია Wildberries, რომელსაც რუსულ Amazon-საც ეძახიან, უკრაინის სანქციების ქვეშ 2021 წლიდან მოექცა. მაშინ, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერით ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიისა და მასთან დაკავშირებული პერსონების წინააღმდეგ.

უკრაინა აცხადებდა, რომ Wildberries უკრაინის ბაზარზე მიღებული შემოსავლებიდან გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში იხდიდა, სისტემატურად არღვევდა უკრაინის კანონმდებლობას და პლატფორმაზე ავრცელებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ და პროპაგანდისტულ გამოცემებს, რის გამოც ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ შეფასდა.

უკვე 2026 წელს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა Wildberries რუსეთის სამხედრო მომარაგების ინფრასტრუქტურასთანაც დააკავშირა. 27 ივლისის განცხადებით, პლატფორმაზე კვლავ იყიდებოდა რუსი სამხედროებისთვის გამოსადეგი ნივთები, მათ შორის ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, FPV-დრონები და მათი კომპონენტები, რაციები, სამხედრო აფთიაქები და ტაქტიკური აღჭურვილობა – მიუხედავად იმისა, რომ Wildberries-მა კატალოგიდან წაშალა სპეციალური მონიშვნა „ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ და ეს პროდუქტები სხვა კატეგორიებში გადაანაწილა.

2026 წლის ზაფხულში უკრაინული დრონებით Wildberries-ის ათზე მეტ ლოგისტიკურ ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. კომპანიის ათი უმსხვილესი ობიექტიდან შვიდი დაზიანდა ან განადგურდა, ხოლო სხვადასხვა შეფასებით, თავდასხმებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს; Financial Times-ის მიერ მოყვანილი უახლესი შეფასებით, დანაკარგმა შესაძლოა 878 მილიარდ რუბლს, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ვინ მონაწილეობს Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში?

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი – ნოე სულაბერიძე ოჯახთან ერთად, სტილისტი და ინფლუენსერი დალი ჩიტალაძე, ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, მსახიობი სალომე შარვაძე, ეს, იმ, საჯარო სივრცეში ცნობილი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კომპანია Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობენ და ამ პლატფორმის დახმარებით, „ყიდვის პროცესს“ „სასიამოვნოდ და მარტივად“ წარმოაჩენენ.

„სასკოლო სამზადისიც უკვე დავიწყეთ და წელს ყველაფერი ბევრად მარტივად გადავწყვიტეთ Wildberries-ის დახმარებით. ერთ სივრცეში შევარჩიეთ ყველაფერი, რაც ანას სკოლისთვის სჭირდება“, – წერს სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძის მეუღლე, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი. ის და მისი ქმარი ინსტაგრამზე გამომწერებს უყვებიან, როგორი კომფორტული და ხელსაყრელია Wildberries-ის გამოყენება.

მსახიობი სალომე შარვაძე, ასევე ვიდეორგოლის დახმარებით ჰყვება, როგორ და რატომ ირჩევს Wildberries-ის პლატფორმას სასურველი ნივთების შესაძენად.

Wildberries-ზე შოპინგს „ძალიან კომფორტულს“ ეძახის დალი ჩიტალაძე, პროდუქციის დიდი არჩევანიაო – არწმუნებს თავის მომხმარებლებს.

საქართველოში, სავაჭრო პლატფორმის [wildberries.ge] მფლობელად მითითებულია შპს „ტრანსკომ გრუპი“ (Transcom Group LLC), რომელიც 2022 წლის ივლისშია რეგისტრირებული და “საქმიანობას ეწევა სავაჭრო ნიშნით „Wildberries“. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, „ტრანსკომ გრუპის” 100%-იან წილს სერგი თვალჭრელიძე ფლობს. ის ასევე არაერთი სხვა კომპანიის მფლობელია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თანახმად, 2025 წლის აგვისტოში სერგი თვალჭრელიძეს “ქართული ოცნებისთვის” 30 ათასი ლარი აქვს შეწირული.

გასული წლის მიწურულს, პროსახელისუფლებო მედია “პოსტივიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსულ კომპანა wildberries-ს მომსახურებას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს Key Agency-ს დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე.

Wildberries-ისა და თეონა ბაღდავაძის კავშირების შესახებ, ბოლო დღეებია, ფეისბუკზე ხშირად წერს ქეთევან მიქიაშვილის ანგარიში. „მითების დეტექტორს“ ეს ანგარიში ტროლად ჰყავს იდენტიფიცირებული.

Wildberries-თან საქმიან კომუნიკაციას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კატეგორიულად გამორიცხავს თეონა ბაღდავაძე და ამბობს, რომ კომპანიის საქართველოს წარმომადგენლებთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს. ის აპირებს მიმართოს სასამართლოსაც.

წყარო – რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved