• რეკლამა
  • კონტაქტი
04:24, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში – ზელენსკი მოწოდებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
14:28 03-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ომი და ბოროტება დაუშვებელია, მიმდინარეობს მშვიდობიანი ადამიანების მიზანმიმართული განადგურება. პრეზიდენტის თქმით, რუსულმა მხარემ იცის, რა მიმართულებითაც ისვრის, ამ დანაშაულის გამო მათ პასუხი უნდა აგონ და სისხლის სამართლის საეართაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცნენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში.

“რუსეთის ძალებმა, დღეს სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე. ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ.  მშვიდობიანი საცხოვრებელი ზონა. არავითარი სამხედრო დაწესებულებები. ათობით მოწმემ აღბეჭდა მტკიცებულება, რომ ის არ იყო ერთეული შეცდომითი გასროლა, არამედ გაცნობიერებულად ხალხის განადგურება. რუსულმა მხარემ იცოდა, რა მიმართულებითაც ისროდნენ.

ამ დანაშაულის გამო, ისინი სისხლის სასამართლო საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცნენ. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობას მსოფლიოში არავინ დაივიწყებს. ეს უკრაინაა, ეს ევროპაა და ეს 2022 წელია.

რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. განადგურდა ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. რუსეთისთვის ყველა პორტის შესასვლელი, ყველა აეროპორტი და მსოფლიოში ყველა არხი უნდა დაიკეტოს.

რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში. ხარკოვი – მშვიდობიანი, ამაყი, ძლიერი – თქვენ ყოველთვის ასეთები იყავით, თქვენ ყოველთვის ასეთები იქნებით. უნდა გაუძლოთ, გაუძლებთ ამასაც.

ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვინც ამ სასტიკი ომის დროს დაზარალდა. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველას, ვინც დაკარგა ახლობლები და საყვარელი ადამიანები ამ ომში. სამუდამოდ დარჩებიან მეხსიერებაში ეს ადამიანები. საუკუნო დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენ თავისუფლებას.

მე მოვაწერე დოკუმენტს ხელი, რომ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს 12 სამხედროს,” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved