• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული გაზისთვის რუბლში გადახდა უკრაინისადმი უნგრეთის მხრიდან არამეგობრული პოზიციაა

ალია ავტორი - ალია
16:38 04-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით,  უნგრეთის მზაობა რუსული გაზისთვის რუბლებში გადაიხადოს, უკრაინისადმი არამეგობრული პოზიციაა, რომელიც ევროკავშირის ერთიან გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

საგარეო სამინისტროს სპიკერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გადახდების ეროვნულ ვალუტაში მიღების გადაწყვეტილება, როგორც სანქციების ფონზე რუსული ეკონომიკის გადარჩენას, ასევე რუსული სამხედრო მანქანის ფინანსურ მხარდაჭერას ემსახურება.

„რუსეთი ცდილობს ევროპაში გაზის მიწოდების სანაცვლოდ გადახდები ეროვნულ ვალუტაში გადაიტანოს, რათა გადაარჩინოს საერთაშორისო სანქციების წინაშე მყოფი რუსული ეკონომიკა. რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინაში ომის გასაგრძელებლად რესურსები სჭირდება.

ამ კონტექსტში, მიგვაჩნია, რომ რუსული გაზისთვის რუბლებში გადახდისადმი მზაობა ჩვენი სახელმწიფოსადმი არამეგობრული პოზიციაა. ასეთი განცხადებები ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთიან პოზიციასაც, რომელმაც რუსეთის კაპრიზზე უარი პრინციპულად თქვა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ახლა უნგრეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვა „ცინიკურად გამოიყურება“ და თუ უნგრეთს ომის დასრულება სურს, ის რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნოს.

„ამ ფონზე, უკრაინასა და რუსეთს  შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვის შეთავაზებები ცინიკურად გამოიყურება. თუ უნგრეთს ნამდვილად სურს ამ ომის დასრულებაში დახმარება აი, როგორ უნდა მოიქცეს: შეწყვიტეთ ევროკავშირის ერთიანობის ნგრევა, მხარი დაუჭირეთ ახალ ანტი-რუსულ სანქციებს, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიეთ და რუსეთის სამხედრო მანქანისთვის დაფინანსების დამატებითი წყაროები არ შექმნათ”, – წერია განცხადებაში.

ნიკოლენკოს თქმით, რომ უკრაინელებსა და უნგრელებს საუკუნეების განმავლობაში ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული კავშირები აქვთ. ბუდაპეშტის ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია კი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უწყობს ხელს, რაც სახიფათოა როგორც უკრაინის, ასევე უნგრეთის მოსახლეობისთვის.

„უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან სურვილის არ ქონა, აღიაროს რუსეთის არასადავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ირპენში, გოსტომელსა და სხვა დასახლებებში რუსული ჯარების სისასტიკეზე, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის შეგრძნების გაცნობიერებულ გაძლიერებას და უკრაინელების მიმართ ახალი სისასტიკეების ჩადენის წახალისებას”, – აცხადებს უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა,  რომ თუ რუსეთის მხრიდან ასეთი მოთხოვნა იქნება, მზად არის, რუსული ბუნებრივი აირის საფასური რუბლებით გადაიხადოს. 

 

თეგები: უკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved