უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა რომ რუსული ძალები შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის ემზადებიან.
„დაფიქსირდა რუსული ძალების გარკვეული გადაადგილება კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, მაგრამ უკრაინის სამხედრო სარდლობა ამას არ მიიჩნევს მასობრივ გაყვანად“, – დასძინა მოტუზიანიკმა.
შეგახსენებთ, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიევიდან და ჩერნიგოვიდან საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას შეანელებს.
ამასთან, კრემლში ხაზგასმით აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიცია ყირიმთან და დონბასის რეგიონთან დაკავშირებით უცვლელია და განხილვას არ ექვემდებარება.
კომენტარები