• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსულ რუბლში რომ გადაგიხდიან და ამ რუსულ რუბლს ვერსად ვერ გადაახურდავებ “შავი ბაზრის” გარდა, მერე ხომ მიხვდებით»-გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
15:32 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“როგორ შეიძლება ეკონომიკა დღეს რუსეთს მიაბა, გვინდა, რომ ქვის ხანას მივებათ და გაღატაკდეს, ან გაუბედურდეს ქვეყანა?” – ასე აფასებს რუსეთის მიერ ქართული რძის პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.

მისი თქმით, ბევრი კომპანიასაქართველოში ამერიკული ფულით არის დაფინანსებული და როგორც კი რუსეთის ბაზარზე შევა, სანქციების ქვეშ მოექცევა.

“ეს არის არა სარგებლიანი, არამედ ზიანის მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც არ უნდა დასრულდეს ომი, ამხელა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის ეკონომიკა ვერაფერს ვერ გააკეთებს და ქვის ხანაში იქნება.

რუსულ რუბლში რომ გადაგიხდიან და ამ რუსულ რუბლს ვერსად ვერ გადაახურდავებ “შავი ბაზრის” გარდა, მერე ხომ მიხვდებით, რომ რუსული ბაზრიდან ყველა გარბის? 15-ვე რძის მწარმოებელი კომპანიიდან ზოგმა პატრიოტული მოსაზრება თქვა და ზოგმაც ძალიან პრაგმატული, რუსულ ბაზარზე რომ შეიტან პროდუქტს, იქიდან ფულს ვერ ამოიღებ.

ბევრი კომპანია არის ამერიკული ფულით დაფინანსებული და როგორც კი რუსეთის ბაზარზე შევა, იმწამსვე მოექცევა სანქციების ქვეშ. ამიტომ, როგორ შეიძლება ეკონომიკა დღეს რუსეთს მიაბა, გვინდა, რომ ქვის ხანას მივებათ და გაღატაკდეს, ან გაუბედურდეს ქვეყანა? აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, ქართულ ბიზნესს ხელს კრავენ უფსკრულისკენ, რადგან რუსულ ბაზარზე შესვლა არის იმ კომპანიების გაწირვა, ვინც აქ მუშაობს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისათვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.

გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved