„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.
მათივე ცნობით, ქალაქ ამიენის პოლიციის და დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღკვეთეს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, სულ დაკავებულია 37 ადამიანი და ჩატარდა 61 ჩხრეკა.
კომენტარები