• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსულ კანონზე ევროსაბჭოს გაფრთხილების წერილი პაპუაშვილმა დამალა

ალია ავტორი - ალია
15:38 04-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

“ქართული ოცნება” დიდი სკანდალში ეხვევა. რუსულ კანონზე ევროსაბჭოს გაფრთხლების წერილი შალვა პაპუაშვილმა დამალა. ირკვევა რომ 11 აპრილს პაპუაშვილმა მიიღო ევროსაბჭოს “ადამიანის უფლებათა” კომისრის წერილი, სადაც ის წერს, რომ კანონი, რომლის მიღებსაც პარლამენტი აპირებს, წინააღდეგობაში მოდის ევროკონვენციის მუხლებთან.

ანუ, ვიდრე საკომიტეტო მოსმენები დაიწყებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე იცოდა, რომ იწყებდა კანონის განხილვას, რომელზეც ევროსაბჭოდან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, თუმცა წერილი დამალა.

ევროსაბჭომ აღნიშნული წერილი “პირველების” ჟურნალისტებს გამოუგზავნა და სწორედ ასე გახდა ცნობილი მისი არსებობის შესახებ.

ამის შემდეგ კი ის იძულებული გახდა დოკუმენტი გაესაჯაროვებინა. პაპუაშვილი თავიოს მართლების რეჟიმში იყო, თუმცა დეპუტატებს ვერ გასცა პასუხი, თუ რატომ დამალა წერილი.

“სრულიად შემთხვევით, ჩემთვის ცნობილი გახდა ოფიციალური წერილის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოგეგზავნათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან, სადაც მითითებულია, რომ ეს კანონი არა მხოლოდ ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არამედ სადაც უკვე გაწევრიანებული ვართ, ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება და არღვევს. დოკუმენტსი ბოლოს ვკითხულობთ თხოვნას და მომართვას თქვენი მისამართით, რომ ეს ოფიციალური დოკუმენტი გაგეცნოთ და მიგეწოდებინათ პარლამენტის თითოეული წევრისთვის. მიკვირს ძალიან, “გამჭვირვალობის კანონზე” ლაპარაკობთ და თავად ინფორმაციას მალავთ ოფიციალური შეფასების შესახებ, რომელიც მოგივიდათ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და არა როგორც “პარტმუშაკს” და უნდა გაგეცნოთ ეს დოკუმენტი ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ასევე საკომიტეტო განხილვაზე უნდა გამოგეტანოთ. რატომ დამალეთ? ეს არის თქვენი “გამჭვირვალობის” სტანდარტი?” – მიმართა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პაპუაშვილს.

“ერთწუთიანი პათეტიკა” უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ კითხვას.

ჩემი გამჭვირვალობის სტანდარტი შეგიძლიათ ნახოთ იმავე ტელეფონში, სადაც ეხლა იმყოფებოდით, შეხვიდოთ ჩემივე ფეიჯზე, სადაც იმყოფებოდით და ნახოთ, როგორც წერილი, ისე ჩემი პასუხი. ასე რომ წერილიც მიღებული, პასუხიც გაცემული და თქვენ, ყველას გაგეცნობათ წერილიც და პასუხიც. საჯაროა უკვე და შეგიძლიათ ნახოთ”, – განაცხადა პაპაუშვილმა. 

რაც შეეხება ევროკომისრის წერილს, დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსული კანონის მიღებას შემზარავი ეფექტი ექნება მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე.

შეშფოთებული ვარ, ამ საკანონმდებლო ინიციატივის გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამინის უფლებების სტანდარტების თავსებადობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ შემზარავი ეფექტის გამო, რომელიც მის მიღებას შეიძლება ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანების უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე საქართველოში. აღვნიშნავ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა საქმეში Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, რომ „იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი როლი, როგორც „საზოგადოების დარაჯები“, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალება,  მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში”, – წერია წერილში.

„ტვპირველი“

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved