რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში მუსიკოსი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მუსიკოსი, რომელიც სცენაზე უკრავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
კომენტარები