რუსთავში, მოზარდის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის მოზარდს დანით ჭრილობა ხელის არეში მიაყენეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.














კომენტარები