რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადავარდა.
„ინფო რუსთავის“ ცნობით, ვარდნის შედეგად დაშავებული 3 წლის გოგონაა.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კომენტარები