რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ ღამით, მე-12 მიკრორაიონში მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში” მიიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონა აივნიდან მაშინ გადმოვარდა, როცა სარეცხს ფენდა.
ამ დროისთვის, გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი.
კომენტარები