რუსთავში კორონავირუსისგან ქირურგი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი 63 წლის ნუგზარ სამხარაძეა.
“6 რიცხვში დაუდასტურდა დაავადდა, მკურნალობას გადიოდა ჩვენს კლინიკაში, ფილტვის დაზიანება მაღალი ხარისხის იყო, სამწუხაროდ მიდი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, — ამბობს ექიმი მარინა გურგენიძე.
13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი. ამასთან, გამოჯანმრთელდა, 3 942 პაციენტი.
კომენტარები