რუსთავში ხანძარი იყო. გვიან ღამით ცეცხლი მეგობრობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მეექვსე სართულის აივნიდან დაიწყო და შენობის გარე ფასადზე გავრცელდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ აალების მიზეზი მწყობრიდან გამოსული გამათბობელი გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.














კომენტარები