ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს რუსთავში, ვახტანგ ქებაძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქებაძე ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი გარს შემოეხვია და ფიზიკურად გაუსწორდა. დამტვრეულია მისი ავტომობილიც. დაშავებულს რუსთავის კლინიკაში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და კვლევები ჩაუტარდა. ვახტანგ ქებაძე ირწმუნება, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
” საკმაოდ ბევრნი იყვნენ და იყვნენ შეიარაღებულები… ეტყობა ელოდებოდნენ რუსთავის გასასვლელში. ალბათ, იცოდნენ, რომ ყველა გამსვლელი იქით [აქციაზე] მიდიოდა. იყვნენ შეიარაღებულნი ცოცხებით, კვერცხებით” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
კომენტარები