რუსთავში 5 დღის წინ დაკარგული მოზარდი თბილისში იპოვეს.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 14 წლის ლუკა კაპანაძე უვნებელია და დედასთან ერთად იმყოფება.
ცნობისთვის, მას უკვე 5 დღეა ეძებდნენ და დედა მედიასთან ამბობდა, რომ ლუკა მას, 2 დღის წინ დაუავშირდა: “2 დღის წინ დამირეკა, მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო. იმავე ნომერზე რომ გადავრეკე, მითხრეს რომ ისნის მეტროსთან იმყოფებოდა და გამვლელისთვის უთხოვია ტელეფონი”.
















კომენტარები