რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა. ბიჭი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისამართზე მაშველები გამოიძახეს, ბინაში შესულ სამართალდამცველებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები