რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
კომენტარები