რუსთავში ადევნების ფაქტი დაფიქსირდა. გავრცელებულიო ინფორმაციით, 55 წლამდე კაცი 45 წლამდე ქალს სისტემატიურად უთვალთვალებდა. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მამაკაცი ქალს სექსუალური სახის ურთიერთობას სთხოვდა და უარის მიღების შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდა. კაცი დააკავეს, თუმცა ის პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს. ბრალდებულმა მალევე დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ქალს კვლავ აედევნა. მამაკაცი მეორედ დააკავეს.
არსებული ინფორმაციით ქალსა და კაცს ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ.
კომენტარები