რუსთავში, ქარხანა „რუსელოისში“ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 2 იანვარს საღამოთი მოხდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, კაცს ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
კომენტარები