ფოტო – მთავარი
თბილისში, რუსთაველის გამზირზე,იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ასფალტი ჩაინგრა, GWP-ს მიერ მიყვანილ მძიმე ტექნიკას მიწა გამოეცალა და ჩავარდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც – სამართალდამცავებს დაზიანებული გზის საფარი ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.
კომენტარები