• რეკლამა
  • კონტაქტი
21:32, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსთაველის გამზირზე გასვლის აკრძალვას არ მივიღებ, დანარჩენი, შეგიძლიათ ამიკრძალოთ” – რეზო კიკნაძის სიტყვა მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
18:20 01-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
639

სამშობლოსთვის გულანთებულები, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა ამისთვის? – ასე მიმართა რეჟიმის ტყვემ, რეზო კიკნაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს და უთხრა რომ რასაც პროკურატურა ედავება მხოლოდ “ცირკია”.

6 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს ცირკში და არ ვიცოდი 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა – ამბობს რეჟიმის პატიმარი.

კიკნაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ არანაირ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა და მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება სთხოვა.

არ ვფიქრობ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ – აქეთ ვარ გამოკეტილი, მაგრამ რადგან მშობლები ნერვიულობენ – განაცხადა რეჟიმის ტყვემ.

მიმალვის საფრთხეო და ამ აქციებზე ყოველდღე დავდიოდი და ნიღაბი კი არა პირბადეც არ მკეთებია, სახესაც არ ვფარავდი. რას უნდა დავემალო? მინდა ყველამ იცოდეს, შესაძლებლობა რომ მქონდეს ჩემს კლონებს დავამზადებდი და ხალხს ვეტყოდი რომ მე ვარ.
ჯგუფური ძალადობა და რას ნიშნავს ამ კონკრეტულ ბრალდებაში? არანაირ ძალადობაში არ მიმიღია მონაწილეობა.
ეს პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოში ვნახე – 50 დაჭერილიდან მიმოწერა არ მაქვს არასდროს, ზარიც კი, სურათიც კი არ მაქვს რომელიმესთან, ერთ წამიანი ვიდეოც არ არსებობს, თავად მოიძიეთ.
რა მტკიცებულებაა ამაში საერთოდ?…
არ ვფიქრობ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ – აქეთ ვარ გამოკეტილი, მაგრამ რადგან მშობლები ნერვიულობენ, 2 ათას ლარს გადავიხდიდი.

ასევე სხვადასხვა ადგილებში მისვლა-არმისვლასთან დაკავშირებით, ერთადეთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას, დანარჩენი, შეგიძლიათ ამიკრძალოთ და შეგიძლიათ თბილისის დატოვებაც ამიკრძალოთ, არ წავალ არსად. 

რისთვის ვისჯებით? – სამშობლოსთვის გულანთებულები ქვეყნის სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა, პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ ვპასუხობთ, ამისთვის ვისჯებით? 6 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს ცირკში და არ ვიცოდი 27 წლის ასაკში თუ ვიქნებოდი”,- განაცხადა რეზო კიკნაძემ. 

ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიუტანა 50 კაციანი ხელმოწერა – რეზო კიკნაძეს თავდებში თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მისი მეგობრები უდგებიან და პირობას დებენ, კიკნაძე დაბარების შემთვევაში გამოცხადდება, რგოროც სასამართლოში, ისე ნებისმიერ საგამოძიებო უწყებაში.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved