რუსთაველის გამზირზე დაკავებული ქალები წინასწარი დაკავების იზოლატორშიშესახლებისას სრულად გააშიშვლეს. ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე საუბრობს, რომელმაც დაკავებულების ნაწილი მოინახულა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პოლიცია აღნიშნულ მანკიერ პრაქტიკას ისევ იყენებს. მისივე თქმით, ქალების ნაწილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
“მოვინახულე რამდენიმე ადამიანი ზაჰესის იზოლატორში. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, პირველ რიგში, ზოგიერთის, იყო მძიმე, რადგან დაკავების დროს მათზე იძალადეს ფიზიკურად, ანუ ძალმომრეობით დააკავეს. იზოლატორში მანკიერ პრაქტიკას ისევ აგრძელებენ. ამ ადმაიანებს შეუძლიათ, როდესაც იზოლატორში შეიყვანენ, ისე შეამოწმონ, მაგრამ აშიშვლებენ ქალბატონებს. ეს მანკიერი პრაქტიკა რა ვეღარ დაამთავრეს? მნიშნელოვანია ის გარემობები, რომ დაცვის უფლება აქაც შეეზღუდათ. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ამდენი ქალი ერთ დღეში დაეკავებინოთ, ამდენ ქალზე ეძალადათ. ახალგაზრდა გოგონები არიან იზოლატორში, მოძალადე პოლიციელები კი ისევ აგრძელებენ სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებას”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
კომენტარები