რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე. ბუღაძე ამბობს, რომ გაბრაზებული ხალხისათვის, პოლიტიკოსების გამოსვლები მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისია. მწერალი აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისაკენ მოუწოდებს.
„რუსთაველის გამზირი გაბრაზებული ხალხით არის გადავსებული. ეს ხალხი რისხვამ და სირცხვილმა გამოიყვანა გარეთ. პოლიტიკოსებო, სიტყვები და გამოსვლები მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი, რომ მინიმუმ უხერხულობა მაინც შეექმნას კოლაბორაციონისტ მთავრობას. ესაა ბრძოლა და ამ ბრძოლას გეგმა სჭირდება. რიტორიკული სავარჯიშოების ფაზა გავიარეთ,“- წერს ლაშა ბუღაძე.
gtmedia.ge














კომენტარები