უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 85 ბავშვი დაიღუპა, 100-მდე ბავშვი კი დაიჭრა.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ტელეგრამში წერს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 13 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 85 ბავშვი დაიღუპა და თითქმის 100 დაიჭრა. ყველაზე მეტი მსხვერპლი კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებშია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 11 მარტს, ევაკუაციის დროს, რუსებმა ესროლეს სამოქალაქო მანქანას. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ბავშვი. ასევე, 12 მარტის საღამოს ხარკოვის ოლქში, გუსარივკაში, საგუშაგოზე, რუსბემა დაცხრილეს მანქანა, რის შედეგადაც ქალი და ბავშვი დაიღუპა.














კომენტარები