ხერსონის ოლქის ქალაქ ახალ კახოვკაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, 7 კი დაშავდა. უკრაინის პროკურატურამ საქმის წარმოება უკვე დაიწყო. ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის ოლქის პროკურატურამ საქმეს კანონდარღვევისა და ომის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რაშიც ამ შემთხვევაში ადამიანის განზრახ მკვლელობა იგულისხმება.
გამოძიების ცნობით, 6 მარტს ახალ კახოვკაში მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ჯარების მიერ ოლქის ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეუიარაღებლები იყვნენ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი მაინც გაუხსნეს. შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, 7 კი დაშავდა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარები