რუსმა ოკუპანტებმა დილიდან ხარკოვის მასობრივი დაბომბვა დაიწყეს – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
“რუსები თავს ესხმიან ხარკოვს. მაცხოვრებლების საყურადღებოდ: დარჩით თავშესაფრებში, არ გახვიდეთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს”, – თქვა სინეგუბოვმა.
ადგილობრივებს ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმაც მიმართა: “ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნის დაბომბვა გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!”.
მანვე აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუზუსტებია.














კომენტარები