• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსმა ანტიპუტინისტმა მწერალმა საქართველოში არშეშვების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ალია ავტორი - ალია
19:55 07-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
677

რუსმა ანტიპუტინისტმა ჟურნალისტმა და მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშეშვების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ინფორმაციას ,,ფორმულა” ავრცელებს.

“თვე-ნახევრის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემიშვა მიზეზების ახსნის გარეშე, ორი სპექტაკლი ჩამიშალა, თბილისსა და ბათუმში. გადავწყვიტე პატივსაცემ ქართულ სახელმწიფოს მივცე შანსი გამოასწოროს ეს შეცდომა – და შევიტანე სარჩელი”- წერს შენდეროვიჩი Facebook-ზე.

მწერლის უფლებადამცველის თქმით, ადმინისტრაციული სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ 17 ივლისს შეიტანეს.

რუსი ანტიპუტინისტი ჟურნალისტი, მწერალი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში 2 ივნისს არ შემოუშვეს.

შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან ისრაელის პასპორტით მოემგზავრებოდა და ის საქართველოდან უკან ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს.

2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო მისი პროგრამა “ერთი შენდეროვიჩის თეატრი”, ხოლო 4 ივნისს მას ბათუმში მონაწილეობა უნდა მიეღო კონცერტში სახელწოდებით “მესიჯები და დიალოგები”.

ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთში ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იმ მწვავედ აკრიტიკებს კრემლის ქმედებებს და ომს ეწინააღმდეგება.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდეროვიჩი “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved