• რეკლამა
  • კონტაქტი
01:34, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსკი ვაენი კარაბლ! იძი ნა @უი!” – კუნძული ზმეინი ოკუპანტებისგან თავისუფალია

ალია ავტორი - ალია
16:44 06-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთის ინფორმაციით, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშის შემდეგ, ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი, სავარაუდოდ, დატოვეს.

“ღამის განმავლობაში, ზმეინის კუნძულზე ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმების შედეგად, მოწინააღმდეგემ დაჩქარებული გზით მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ნავით და დატოვა კუნძული. ამჟამად კუნძული ცეცხლშია გახვეული, ისმის აფეთქებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ კუნძული ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.

“ზმეინიზე რუსები აღარ არიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს. ყველაფერი იქნება, უკრაინა”, – ამბობს ერმაკი.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და ის “კეთილი ნების გამოხატვის მიზნით” დატოვეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კუნძული ზმეინი რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. სწორედ ამ კუნძულის მცველებს მოსთხოვა რუსულმა ხომალდმა დანებება და მიიღო პასუხი, რომელიც მთელი ომის მანძილზე, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.

წყარო – ტაბულა

თეგები: კუნძული ზმეინირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved