• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან “საზღვრის” ჩაკეტვას მოითხოვენ – რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

ალია ავტორი - ალია
18:36 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

რუსი ტურისტები და დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებენ. სააგენტო РБК-ს ბიჭვინთაში სროლის დროს დაშავებულმა რუსმა ტურისტებმა განუცხადეს, რომ მათ აფხაზები ემუქრებიან, რაც ბოლო 2 დღეში სოციალურ ქსელ Facebook-ზე განხილვის თემა გახდა.

„ცუდი ტენდენციაა. იქ ამდენი ხანი სიმშვიდე იყო, ახლა კი სერიოზულად დაგაფიქრებს, ღირს თუ არა აფხაზეთში ჩასვლა, განსაკუთრებით, ბავშვებთან ერთად. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა,” – წერს Facebook-ზე რუსეთის მოქალაქე, ნატალია პ.

რუსული სააგენტო REGNUM-ის შეფასებით, ბევრი Facebook-მომხმარებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ინციდენტები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსებისა და აფხაზების ურთიერთობებს.

„ამის გამო რუსი ტურისტები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ,“ – წერს სააგენტო და მეორე ტურისტის პოსტი მოყავს.

„როგორი დამოკიდებულებაა ეს?! როგორც ჩანს, ადგილობრივებს, ჩვენი ფულის გარდა, არაფერი სჭირდებათ. იქნებ, დროა, საზღვარი დავხუროთ და აფხაზეთი სამუდამოდ დავივიწყოთ?! დაე, დაიხრჩონ ნანგრევებსა და მანდარინებში,” – წერს ალექს პ.

REGNUM-ს მორიგი მომხმარებლის კომენტარი მოყავს, რომლის მიხედვითაც, თუ ვითარება არ გამოსწორდება, რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავლენ.

„დროა, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოაწესრიგოს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში აღარ ჩავლენ და ის კიდევ უფრო გაღარიბდება. ტურისტული რეგიონებიდან კრიმინალური სიახლეები კატასტროფის ტოლფასია,” – წერს ევგენი ჩ.

ბიჭვინთაში სროლის შედეგად დაშავებულმა რუსეთის მოქალაქეებმა, ტიმურ სალიმგარიევმა და ალექსანდრე ფილოიანმა 17 ივლისს სააგენტო РБК-ს განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობით ემუქრებიან მათ ნათესავებსა და მეგობრებსაც.

„გვწერენ, რომ ჩვვნეთვის თავში უნდა ესროლათ, რადგან მომხდარზე მილიციაში განცხადება კი არ უნდა შეგვეტანა, არამედ, თურმე, კანონიერი ქურდებისთვის უნდა მიგვემართა, რადგან, მათი მტკიცებით, აფხაზეთში ისინი აგვარებენ პრობლემებს. მათ, ასევე, მისწერეს ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც ჩვენი ამბავი დაპოსტეს და დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუკი თავიანთ პოსტებს არ წაშლიდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დამნაშავეები ჩვენ ვართ და თითქოს თავდამსხმელს, დიმიტრი პილიას ჩვენ გავუწიეთ პროვოცირება,“ – აცხადებს ტიმურ სალიმგარიევი, რომელიც ამჟამად სოჭის №4 საავადმყოფოში მკურნალობს. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო ფეხებისა და სასქესო ორგანოს მიდამოებში. სალიმგარიევს ცალი სათესლე პარკის ამპუტაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება მეორე დაზარალებულ ალექსანდრე ფილოიანს, ის ფეხის ამპუტაციას გადაურჩა, თუმცა კრასნოდარის საავადმყოფოში ფეხზე 12 ოპერაცია ჩაუტარდა.

„რასაც აფხაზები მწერენ, იქიდან ყველაზე კარგად დამამახსოვრდა შემდეგი მუქარა: მადლობა თქვი, რომ შუბლი არ გაგიხვრიტეთო,“ – აცხადებს ფილოიანი. 15 ივლისს ის მოსკოვში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ჩაფრინდა. ექიმების პროგნოზით, ორივე მოქალაქე ფეხზე გავლას ნახევარი წლის შემდეგ შეძლებს.

ივნისში, ქალაქ ბიჭვინთის ე.წ. Самшитовая роща-ს ტერიტორიაზე აფხაზმა დიმიტრი პილიამ უხამსი სიტყვებით საუბარი ჯერ რუს ტურისტ ქალებს დაუწყო, ხოლო შელაპარაკების შემდეგ, მათი თანამგზავრი რუსეთის მოქალაქეები პისტოლეტის მჭიდის დაცლით დახვრიტა.

https://www.bpn.ge/article/84009-rusi-turistebi-de-pakto-apxazettan-sazgvris-chaketvas-moitxoven-ra-xdeba-okupirebul-regionshi/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved