რუსი დამპყრობლები მაროდირობას განაგრძობენ. კიევის ოლქში ოკუპანტები ხალიჩების მოპარვაზეც კი გადავიდნენ. ინფორმაციას ერთ-ერთი უკრიანელი სამხედრო სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან ფაქტის ამსახველ ფოტოს ურთავს.
არ ვხუმრობ. ოკუპანტები გოსტომელის აეროპორტთან ახლოს მდებარე მრავალსართულიანი კორპუსებიდან ხალიცებს იპარავენ, – წერს Facebook-ზე იგორ ლუცენკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა არაერთგზის გაავრცელა სატელეფონო საუბრები, სადაც რუსი ოკუპანტები მშობლებს გაოცებულები უყვებიან, რომ უკრაინელები კარგად ცხოვრობენ და ტრაბახობენ, რომ ტელევიზორი, ბლენდერი, სუნამო და ფული მოიპარეს.
კომენტარები