დღეს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე, დაკრძალავენ. გინტური დღეს დილით კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს. იქ მისი ოჯახის წევრები, თანასოფლელები და ახლობლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა უკვე გაათავისუფლეს.
კომენტარები