• რეკლამა
  • კონტაქტი
12:28, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს

ალია ავტორი - ალია
11:23 08-25-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

საქართველო მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს – ზუსტად ერთ თვეში, ბათუმის ყინულის სასახლეს  37 ქვეყნიდან ეწვევიან ფიგურულ ციგურაობაში მოასპარეზე სპორტსმენები.

ირკვევა, რომ რუსი მოციგურავეების წყვილი, ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

„გაიცანით ჩვენი ნაკრების ახალი წევრები – ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, ნაკრების ერთერთი დამსახურებული მწვრთნელის, პაველ სლიუსარენკოს გუნდიდან. დანილი და ზლატა სპორტული წყვილების კატეგორიაში იასპარეზებენ, მათი დებიუტი ახალგაზრდათა გრან პრის ეტაპზე სულ მალე შედგება!“ – წერს ფედერაცია ინსტაგრამის გვერდზე.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პაველ სლიუსარენკო აქამდე საქართველოს ნაკრების წევრებს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წვრთნიდა, რომლებმაც საქართველოს სახელით არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი, მოუტანეს.

23 აგვისტოს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბერულავასა და მეტელკინას წყვილი ცნობილი რუსი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის გუნდში გადავიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved