• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა დასანქცირდეს“ – „ნაციონალური მოძრაობა“ კალაძის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ალია ავტორი - ალია
12:22 05-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

დასანქცირდეს რუსი კალაძე- ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერიასთან თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე ბოლო დროის განმავლობაში ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, რაც ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის, ამიტომ, მისი თქმით, აპირებენ კახა კალაძის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყონ და

კალაძის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდინონ უკრაინელებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

“კახა კალაძემ კიდევ ერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. ბოლო თვეების განმავლობაში ის სისტემატურად აკეთებს ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ განცხადებებს. ძირს უთხრის ქართველი ხალხის კონსტიტუციაში ასახულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ყველაფერი ცინიკურია, როდესაც ვიცით, რომ მისი ოჯახის წევრები ევროკავშირის მოქალაქეები არიან და თვითონ სურთ, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნიის მოქალაქეები ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას კალაძის წინააღმდეგ, მათ შორის თანამშრომლობას დავიწყებთ პარტნიორებთან და მათ კონკრეტულ მასალებს მივაწვდით, თუ როგორ უთხრის ძირს ის ქართულ დემოკრატიას და ევროპულ ინტეგრაციას. უნდა მოხდეს მისი სანქცირება. ერთ-ერთი ის ადამიანი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის სანქცირების საკითხი უნდა განიხილონ პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინულმა მხარემ და ევროპამ, ეს არის კახი კალაძე. ის ამ ანტიდასავლური ისტერიის მთავარ სახედ იქცა”, განაცხადა ფავლენიშვილმა.

მერიასთან იმყოფება საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved