რუსეთში, ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ღამით ოსტროგოჟსკის რაიონში დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, რომელიც ფეთქებადსაშიშ ობიექტებზე გავრცელდა, მოგვიანებით კი აფეთქებებიც დაიწყო. გუსევის თქმით, ერთ-ერთ დასახლებაში დაიწყო ევაკუაცია და მოეწყო დროებითი განსახლების ცენტრები.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა ოსტროგოჟსკის რაიონში, სოფელ სოლდაცკოეში მოხდა და ასდგილზე საბრძოლო მასალის საწყობი იწყვის.
კომენტარები