გამოცემა Bloomberg ანალიტიკური კომპანიის OilX შეფასებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დარტყმების გამო რუსეთში ნავთობგადამუშავების საშუალო მოცულობა დღე-ღამეში 4,69 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მათივე ცნობით, აპრილის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საზღვაო ობიექტებზე (მათ შორის საექსპორტო ტერმინალებზე) და ნავთობსადენების ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 21 უკრაინული დარტყმა განხორციელდა. მონაცემები ეყრდნობა Bloomberg-ის მიერ ორივე ქვეყნის საჯარო განცხადებების საფუძველზე შეგროვებულ ინფორმაციას
ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინამ ტუაფსეს არაერთხელ დაარტყა. ტუაფსეს ნავთობტერმინალი და გადამამუშავებელი ქარხანა ამ წუთებშიც იწვის რამდენიმე დღის წინანადელი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ახლაც უშედეგოდ მიმდინარეობს, ევაკუირებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა რუსეთის ქალაქ ტუაფსეს დრონებით უტევს ისევ და რუსეთის მიმართულებით დაახლოებით 250 უკრაინული დრონი მიფრინავს
















კომენტარები