რუსეთის, კემეროვოს ოლქში, კერძო მოხუცთა თავშესაფარში, ხანძარი გაჩნდა და დაწესებულება თითქმის სრულად დაიწვა – ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცნიობებს ხანძრის შესახებ ადასტურებს რუსული სამთავრობო მედია “Tass” საკუთარ Telegram-ზე.
უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა. გუშინ ღამე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თქვეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის ფართობი 180 კვადრატული მეტრი იყო. შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი მუშაობდა და მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის 28 ეკიპაჟი. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევების დემონტაჟს აგრძელებენ.














კომენტარები