რუსეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი. ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ამ შემოდგომაზე რუსეთს COVID-19-ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი ზრდასრული მოსახლეობის 80 პროცენტით უნდა მიეღო.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის მაჩვენებელი 45.7%-ია.
კომენტარები