ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი ავტომანქანა ამოიღეს, რომლებიც თაღლითებმა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს ადრე უკანონოდ მიჰყიდეს, – ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.
ამოღებულია „ლადა-გრანტასა“ და „ჰიუნდაი-გრეტას“ მარკის ავტომანქანები.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ რუსეთის მოქალაქეებმა განცხადებებით მიმართეს, რომ საკუთარი ავტომანქანები გააქირავეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ დაიბრუნეს.
სამართალდამცველების ვერსიით, თაღლითებმა დაქირავებული ავტომანქანები ოკუპირებულ რეგიონში შეღავათიან ფასად გაყიდეს.
რუსეთის ტერიტორიაზე ამ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
კომენტარები