• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთში 6 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს – დაკავებულია მისი მეურვე ქალი

ალია ავტორი - ალია
11:31 06-30-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

ეკა­ტე­რინ­ბურ­გში 6 წლის ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. და­კარ­გუ­ლი ბი­ჭუ­ნას ძებ­ნა 26 ივ­ნისს და­ი­წყეს, სა­ბო­ლო­ოდ კი და­ლერ ბა­ბი­ე­ვის ცხე­დარს, რო­მე­ლიც დიდ ჩან­თა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ეკა­ტე­რინ­ბურ­გის ჩკა­ლოვ­სკის რა­ი­ონ­ში, ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­აგ­ნეს.

ბავ­შვი აღ­მზრდელ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მე­ურ­ვემ მინ­დო­ბით აღ­ზ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­მა­ლა, რომ­ლებ­საც, თა­ვის მხრივ, “არ მი­უ­ღი­ათ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი მე­ურ­ვის ოჯახ­ში არას­რულ­წლოვ­ნის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის და­სად­გე­ნად“.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე მე­ურ­ვე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შე­საძ­ლო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე. ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს კი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიჭი სახ­ლი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 26 ივ­ნისს დი­ლით გა­ვი­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1000-ზე მეტ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა და მო­ხა­ლი­სემ მი­ი­ღო. 27 ივ­ნისს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა არას­რულ­წლოვ­ნის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 105-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ პუნ­ქტი). ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი არის 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა.

33 წლის ქალ­მა, რო­მე­ლიც ბი­ჭის მე­ურ­ვე იყო, ბავ­შვის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ცი­ა­ში 26 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და, ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი გა­იქ­ცა და ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ის ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბიჭს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ახლა ვე­რო­ნი­კა ნა­უ­მო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის პრეს­რე­ლი­ზი­დან ირ­კვე­ვა, რომ იგი მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

მკვლე­ლო­ბა თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა?
და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, და­კი­თხვი­სას მე­ურ­ვემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბიჭი და­იხ­რჩო, რო­დე­საც დას­თან ერ­თად აბა­ზა­ნა­ში იყო და ბა­ნა­ობ­და, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ასე­ვე, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ დამ­ტკიც­და, რომ ბავ­შვი ნამ­დვი­ლად უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ქალი მხო­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვის­თვის და­ის­ჯე­ბა. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ სხვა ბავ­შვებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­უ­მო­ვას მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შე­საძ­ლოა, არც იცოდ­ნენ ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

“ვე­რო­ნი­კამ ცოტა ხნის წინ მათ უთხრა, რომ და­ლე­რი მას­წავ­ლე­ბელს გა­ექ­ცა, ვერ იპო­ვეს, მაგ­რამ სთხო­ვა, არა­ვის­თვის ეთ­ქვათ, რად­გან ეში­ნო­და, რომ სხვა ბავ­შვებს წა­არ­თმევ­დნენ“, – წერს E1.RU იმ სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­დაც ქალი მუ­შა­ობ­და.

ნა­უ­მო­ვა სულ ექვს ბავ­შვს ზრდი­და – აქე­დან სამი მინ­დო­ბით აღ­ზრდით იყო მას­თან.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved