• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთს საჭადრაკო შეჯიბრებებში მონაწილეობა კვლავ აეკრძალება

ალია ავტორი - ალია
11:41 09-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ბუდაპეშტში, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და მისი მოკავშირის, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას. ფედერაციის ოფიციალური გადაწყვეტილებით, რუსეთის საჭადრაკო ნაკრებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა კვლავ აეკრძალება.

ამ გადაწყვეტილების მომხრეების თქმით, ჭადრაკს რუსეთში ვლადიმერ პუტინი, ასევე კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, აკონტროლებს.

ბუდაპეშტში, დელეგატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შუამდგომლობას კონსულტაციების გამართვის შესახებ, რაც ითვალისწინებს ბავშვებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას. თუმცა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსეთის ნაკრების, ოფიციალური პირების, დროშის აღმართვისა და ჰიმნის შესრულების მიმართ აკრძალვები დარჩება.

საბოლოო გადაწყვეტილება ფედერაციის სტრატეგიულ ორგანოს, Fide-ს საბჭოს ეკუთვნის, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კენჭისყრის შედეგებს გააუქმებს.

„ეს უკრაინის გამარჯვებაა. ეს კენჭისყრა ნიშნავს, რომ რუსეთს არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ის ელოდა. რუსეთი არის აგრესორი და დამპყრობელი და აგრესორი უნდა დაისაჯოს ყველა სფეროში, მათ შორის, სპორტში. მნიშვნელოვანია სანქციების შენარჩუნება, ან თუნდაც მათი გამკაცრება იმისათვის, რომ რუსებმა თავიანთი დანაშაულები აღიარონ”, – განუცხადა BBC-ის უკრაინის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა ვიქტორ კაპუსტინმა.
რუსეთმა განაცხადა, რომ პოლიტიკა ჭადრაკის მიღმა უნდა დარჩეს და ასამბლეის სხვა წარმომადგენლებს ყველა სანქციის მოხსნისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კიევს მხარი დაუჭირა ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და მრავალმა სხვა დასავლურმა ქვეყანამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved