“ნანახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის. ეს პროექტი ანკალია 2-ად იქცა. “ნამახვანი” იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ნამახვანჰესის” პროექტის გაცერებას ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. გოცირიძის თქმით, ენგურის შემდეგ ნამახვანჰესი სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება. ახლა კი, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა.ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი, ხადორი (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.
რუსეთი, შვბნელი “მცველები”, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტევი, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პილიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს. “ნანახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქცეყნისათვის. ეს პროექტი ანკალია 2-ად იქცა. “ნამახვანი” იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.
დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყბებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ ენგურის ჰოდროელექტოსადგურში დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს. უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, კომპანია ENKA, რომელიც რიონის ხეობაში “ნამახვანჰესს” აშენებდა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.
კომენტარები