რუსეთმა უკრაინას ერთი ბალისტიკური რაკეტითა და 164 დრონით შეუტია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 9:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში ჩამოაგდეს და ჩაახშეს შაჰედის, გერბერას და სხვა ტიპის 137 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული ძალების მიერ გაშვებული „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტისა და 27 დრონის დარტყმა 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებმა, უპილოტო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.
კომენტარები