ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩი ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის მიხევითაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის NAT0-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ აღარ უნდა იყო სარანაირი დათმობები.
“2008 წელს ბუქარესტში NAT0-ს სამიტზე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ი მიენიჭებინათ. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა. პირიქით მოხდა — მოახდინა საქართველოს 20%-ს ოკუპირება, დაიკავა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტი მოითხოვა. აღარანაირი დათმობები!” — წერს ის ტვიტერზე.














კომენტარები