უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოკუპანტებმა, ~დაარტყეს ხუთ სარკინიგზო სადგურს ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში.
“რუსული ჯარები აგრძელებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას”, – თქვა მან განცხადებაში.
ვინიცის ოლქის ხელმძღვანელი Telegram-ზე წერს, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები მუშაობენ.
კომენტარები