რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 324 ბავშვი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„22 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 324 ბავშვი და დაშავდა 592-ზე მეტი.
ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.














კომენტარები