უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მადიარის თქმით, უნგრეთის საგარეო მინისტრი, პიტერ სიიარტო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს
„პიტერ სიიარტო საგარეო სამინისტროშია და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს. დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. ამას გეუბნებით იმისთვის, რომ გარკვეული კონტექსტი გქონდეთ უნგრეთში არსებული ვითარების შესახებ“, – განაცხადა მან.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მედიაში პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვის სავარაუდოდ სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს რეგულარულად აწვდიდა.
















კომენტარები