რუსეთის სარატოვის ოლქში კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
„ვერტმფრენმა კატასტროფა კიროვის და ოქტომბრის რაიონების საზღვარზე განიცადა. ის ტყეში ჩავარდა“ – განაცხადა სააგენტოს წყარომ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო ხომალდის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმა პილოტმა ავარიული ვერტმფრენიდან პარაშუტით გადახტომა მოახერხა და გადარჩა.ავარიის მიზეზები უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
კომენტარები