• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი? -რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
13:46 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტ სტატისტიკას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გაავრცელებს.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი. დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ, მათ შორის კოლეგებთან მთავრობის სხდომაზე. სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის. შს მინისტრს უახლოეს მომავალში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტში და გააკეთებს დეტალურ ანგარიშს. ეს ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით საინტერესოა. საზოგადოებაში დავინახეთ, რომ ბევრი საკითხი ძალიან ემოციურად არის აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. დაახლოებით თუ არ ვცდები, რიცხვები არის 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა, შესადარისი არ არის 2021 წელთან იმიტომ, რომ 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, იყო მკაცრი იზოლაციის რეჟიმი პანდემიიდან გამომდინარე, ამიტომ 2020 წელს იგივე რანგია. რიცხვებით საუბარი, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის.

რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს მოქალაქეების საქმიანობაზე, საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენთან დღეს ჩამოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, ალბათ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ ან საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილი იყო და გახსნილია. ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უკვე ათწლეულებია, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის და ასეთი გახსნილი ლიბერალური, მათ შორის სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ზოგადად ქვეყანას. ამიტომ ადამიანები თუ რეჟიმს რეალურად გამოურბიან და ცდილობენ, რომ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტოლერანტობა ყოველთვის ასეთი იყო, რომ ჩვენ ეროვნების მიუხედავად ან სხვა ნებისმიერი მახასიათებლის მიუხედავად ადამიანების, ეს იქნება რელიგია თუ სხვა და სხვა, ჩვენ მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved