რუსეთში თოვლის დნობის შედეგად წყალდიდობებია. ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გაზაფხულის წყალდიდობა დაიწყო – დაიტბორა 70-ზე მეტი ხიდი, 615 საყოფაცხოვრებო ნაკვეთი და 11 გზა.
საყოფაცხოვრებო ნაკვეთების უმეტესობა წყლით არის დატბორილი კემეროვოსა და სმოლენსკის ოლქებში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით წყალდიდობის დონეს მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ.
კომენტარები